Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

“ავტომობილში მოკლა და გვამი ენგურის მე-3 ვარდნილჰესზე ჩაძირა“ – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ნათია ბახტაძის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა

03 აგვ 2023 შემთხვევა 0 ნახვები

ოკუპირებული აფხაზეთის “პროკურატურამ” ნათია ბახტაძის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა.

ე.წ. გენერალური პროკურატურის განცხადებით, გალის რაიონის მცხოვრების, ნათია ბახტაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

უწყების ინფორმაციით, ნათია ბახტაძე „ლექსუსის“ მარკის ავტომობილის სალონში ოჩამჩირის მკვიდრის, აინარ წვიჟბას მიერ არის მოკლული.

“ეჭვმიტანილი წვიჟბა ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ მის მიერ მოკლული გოგონას გვამი ენგურის მე-3 ვარდნილჰესზე ჩაძირა. ამჟამად გვამის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

28 წლის ბახტაძე გალში 28 ივლისს გაუჩინარდა. 31 ივლისს მისმა დედამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც შვილის მოძებნაში დახმარებას ითხოვდა.

კომენტარები