Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

და­ვით ჯა­ლა­ძე: როგორღაც გადავრჩი. ორჯერ წაგვღო მწყერმა მე და ჩემი დისშვილი… ღმერთმა გადაგვარჩინა

რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

უახლესი ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. თუმცა, როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ არ არიან ნაპოვნი მეწყერში მოყოლილი ადამიანები. მაგალითად, ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ დედამისი, რომელიც მეწყრის ჩამოწოლისას სამზარეულოში იმყოფებოდა, მის თვალწინ გაუჩინარდა და ამ დრომდე მაშველებს არ უპოვიათ.

23 წლის დავით ჯალაძე, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ დღის გმირად იქაცა, სტიქიის შესახებ “ფორმულასთან” ჰყვება. ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი 5 წლის დისშვილი მიწის მასიდან ზურგზე შემოსმული ამოიყვანა.

“შოვიდან მოვდიოდით, მინერალური წყლის ასაღებად ვიყავით. ადგილიდან ვეღარ დავიძრით. წინიდან და უკნიდან მეწყერი მოდიოდა. საშინელება იყო… ორი ავტომობილით ვიყავით. ის მანქანები წაიღო წყალმა, გადმოსვლა მოვასწარით. როგორღაც გადავრჩი. ორჯერ წაგვღო მწყერმა მე და ჩემი დისშვილი… ღმერთმა გადაგვარჩინა.