Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ბიჭვინთის ქართული სკათალიკოსო ტაძრის ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ტაძრის მდგომარეობის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს იცოდა.

„ჯერ კიდევ 2014 წელს დამიდია ეს ფოტო, სადაც ნათლად სჩანს ბიჭვინთის საკათალიკოსო ტაძრის მდგომარეობა, მერე ყოველწელს ვამატებდი ფოტომასალას ამ ალბომში. რატომღაც ხალხს აღქმის და გაგება-გააზრების უნარი დაქვეითებული აქვს.

1970–იანი წლებიდან ბიჭვინთის უწმინდესი ქართული საკათალიკოსო ტაძარი (აგებული მე-10 საუკუნეში) საკონცერტო დარბაზად გამოიყენება. ფოტოები მოძიებულია ინტერნეტში“, – წერს ილია ჭიღლაძე.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიჭვინთაში X-XI საუკუნეების ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს და იქ ამჟამად საკონცერტო დარბაზია მოწყობილი.