Georgia

გერმანიის ელჩი: "საქართველოს პრორუსული მთავრობა" მოკლულის სიტყვები იყო და არა პროკურატურის

ფოტო: Heinrich Böll Stiftung

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირში გერმანიის პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა ბერლინში ზემირლან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ელჩის თქმით, სიტყვები "საქართველოს პრორუსული მთავრობა", რომელიც განცხადებაში იყო გამოყენებული, ეკუთვნოდა თავად ხანგოშვილს და არა პროკურატურას.

"შეიტყვეთ, რომ პროკურატურამ გამოიყენა ფორმულირება, სიტყვები, რომლებიც ოპტიმალური არაა, უკეთესი უნდა ყოფილიყო. ამ სიტყვების გამოყენებით, პროკურატურას სურდა დაეციტირებინა გარდაცვლილი, მკვლელობის მსხვერპლი, ვინც თქვა, რატომ იყო გერმანიაში და მან თქვა, რომ იმიტომ იყო გერმანიაში, რომ ის დაპირისპირებული იყო ე.წ "საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან". ეს მისი სიტყვები იყო და არა გერმანიის პროკურატურის.

ვწუხვარ, რომ დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს ჩვენს პროკურატურას რაიმენაირად სურდა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაცია დაეხასიათებინა. ეს მათი განზრახვა არ ყოფილა." - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით აცხადებს ჰუბერტ კნირში, რომ სიტყვები ხანგოშვილს ეკუთვნის და არა პროკურატურას.

გერმანიის პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ წინადადებას: "ბრალდების ტექსტში წარმოდგენილი იყო შემდეგი ფაქტები", რასაც მოსდევს აბზაცი, სადაც ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებზეა საუბარი, რომლებიც სწორედ ფაქტებადაა წარმოდგენილი.

როგორც ამ აბზაცში წერია, "მკვლელობის შეკვეთის უკან იდგა მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ჩეჩნეთისა ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ისევე, როგორც საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ". ტექსტში ვერ ვხდებით ვერც ერთ მინიშნებას, რომლის თანახმადაც ეს მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია და არა პროკურატურის.

Football news:

Arteta on the absence Gendusa in the application: Some things should change, but they don't
Klopp on the championship corridor from city: I don't need it. We don't celebrate events from a week ago
Inter will announce the transfer of Hakimi after the end of the season
Zidane on Hames' words about Real Madrid: I understand him. He wants to play more, which is normal
The environment of Grisman outraged by the behavior of leopards. They believe that Messi can change the situation
CEO akhmata about Glushakov: We are happy with it. We will discuss the future at the end of the season
Arteta Pro 4:0 with Norwich: Arsenal are moving in the right direction