logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo
star Bookmark: Tag Tag Tag Tag Tag
Georgia

ლევან კობერიძე გიორგი გახარიას მოუწოდებს, მის მიერ გაგზავნილ სადეპუტატო კითხვას უპასუხოს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ კანონის დარღვევაზე საუბრობს და როგორც განმარტავს, მინისტრი სადეპუტატო კითხვას უპასუხოდ ტოვებს.

კობერიძემ ჯერ კიდევ 12 ივნისს გახარიას შს სამინისტროს მიერ წარმოებულ კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის“ თაობაზე მიმართა. მან სადეპუტატო კითხვის ფორმატში მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზანი ჰქონდა და რა კონკრეტული შედეგი დადგა აღნიშნული კამპანიის შედეგად, რა იყო აღნიშნული კამპანიის მთლიანის ბიუჯეტი და ვინ იყო შემსრულებელი კომპანია, ტენდერის რა ფორმით მოხდა მომსახურების შეძენა.

„სადეპუტატო კითხვა გიორგი გახარიას გავუგზავნე, რომელმაც არ მიპასუხა და ამით კანონი დაარღვია“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლევან კობერიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში სრული წერილობითი პასუხი წარუდგინოს.

All rights and copyright belongs to author:
Themes
ICO