Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

საქართველოდან აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში იკრძალება

02 აგვ 2023 საზოგადოება 1 ნახვები

აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, 1-ლი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში.

ხოლო, 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან, მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი.

კომენტარები