Georgia

შემაშფოთებელია სასამართლოში ოპოზიციონერთა საქმეები - ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე

ფოტო: europarl.europa.eu

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა ანგარიშის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება. 

დოკუმენტი ევროპარლამენტის წევრმა, სვენ მიქსერმა შეადგინა.

მასში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საკონსტიტუციო რეფორმის დასრულებისკენ საქართველოს ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ 8 მარტის შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც საარჩევნო სისტემის ძირითად საკითხებს განსაზღვრავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს მხარეებს, დროულად უზრუნველყონ შეთანხმების შესრულება და მისი შედეგები კანონში რაც შეიძლება, მალე აისახოს.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გაითვალისწინოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და შენიშვნები.

ამასთან, ანგარიში ხაზგასმულია მედიის თავისუფლება. პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის დროს მედიებზე თანაბარი, პლურალისტური და არადისკრიმინაციული ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო მაუწყებლებზე. უნდა არსებობდეს მკაფიო დებულებები, რომლებიც დაარეგულირებს უფასო და ფასიან რეკლამას და გაუმჯობესდება გამჭვირვალობა, მედიის მონიტორინგის გაძლიერების გზით.

ასევე, ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მიმართ ბოლოდროინდელი სასამართლო საქმეების გამო, რამაც გაზარდა უნდობლობა და გააძლიერა დაძაბულობა მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის, ასევე, განაპირობა პოლიტიკის და საზოგადოების პოლარიზაცია. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უმაღლეს სტანდარტებს.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს, გადახედოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს, რათა, მოსამართლეთა ახალ დანიშვნებამდე გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება. ევროპარლამენტი წუხს, რომ უზენაეს სასამართლოში წინა დანიშვნებზე სერიოზული პროცედურული დარღვევები იყო.

ასევე, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოს ინსტიტუტებსა და მედია პლატფორმებზე კიბერ თავდასხმებს რუსული აქტორების მხრიდან და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ აქტორს საქართველოში, თავი შეიკავოს სოციალური მედიის გამოყენებისგან ადამიანებზე, ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებზე თავდასხმის, ასევე, მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის;

Football news:

Zinedine Zidane: if the referee gives a penalty, it means it is a penalty
Lizard on the criticism of VAR: In Real life, they don't pay attention to conversations outside the team
Real need to score 5 points in 3 rounds to win La Liga
Gasperini about the 1/4 final of the Champions League: the Match with Juventus is an imitation of the games with PSG
Courtois played 18 dry games in the La Liga season. Real's record is one game away
Real Madrid won the 8th victory in a row and does not miss 5 matches
There was hardly any contact, and even outside the penalty area. Ex-member of Barca's Board of Directors about real's penalty