Georgia

Telegraph-მა საქართველო ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

სად უნდა ვიმოგზაუროთ პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ბრიტანული პოპულარული გამოცემა Telegraph ევროპის 10 ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ ქვეყანას ასახელებ. სტატია საქართველოს ქალაქების: თბილისისა და ბათუმის აღწერით იწყება. საქართველოსთან ერთად Telegraph-ის საუკეთესო მიმართულებებს შორისაა: ხორვატია, მონტენეგრო, მალტა, სლოვენია, ფინეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, ავსტრია.

„Best Europe Destinations“-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე უსაფრთხო მიმართულებებს შორისაა საქართველო, ხორვატია და მადეირა. ეს მონაცემები ქვეყნებში Covid-19-ის შემთხვევებისა და სპეციფიკური ჰიგიენის წესების დანერგვის მიხედვით შედგა.“-წერს Telegraph


ლარის კურსის ცვლილება

„ევროპაში ვირუსის გავრცელებით ყველაზე მეტად დაზარებულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში Covid-19-ის შემთხვევების 260-ჯერ ნაკლები შემთხვევაა. საქართველომ პანდემიის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირება მოახდინა. ქვეყანაში შიდა ტურიზმი 15 ივნისს აღდგა, საქართველო მზად არის საერთაშორისო მოგზაურებს 1 ივლისიდან უმასპინძლოს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით სხვადასხვა სახის ზომები მიიღეს. როდესაც ბრიტანელებს მოგზაურობის ნებას დართავენ თბილისი სექტემბერში ან ოქტომბერში იდეალური ადგილია სტუმრობისთვის. როგორც Telegraph Travel-ის მწერალი ქეი ჰოლანდი აღწერს ძველი თბილისი მიხვეულ-მოხვეული გზებით, ვიწრო შესახვევებით, ლაბირინთული მოედნებით, ხის ლამაზი სახლებით, ბოჰემური ბარებით, კაფეებით და უძველესი ეკლესიებით გამოირჩევა.

საქართველოს მეორე უდიდესი ქალაქია ბათუმი, რომელიც პლაჟებით, ცათამბჯენებით, სუბტროპიკული მიკრო კლიმატით გამოირჩევა შავ ზღვაზე.“ წერს Telegraph-ის ჟურნალისტი ემა ფიზერსტონი.


Football news:

Barca President on the Real Madrid match: VAR always favours one team. I have an unpleasant feeling
Faty scored the 9,000 th goal in the history of Barcelona
Griezmann scored in La Liga for the first time since February with a pass from Messi
Suarez came out on the 3rd place in the list of the best Barca Goalscorers in history
Guardiola lost 3 away games in a row in the League for the first time in his career
About Lautaro Marotta: He has not shown the slightest desire to leave
Conte on 1:2 with Bologna: Inter's Level is much lower than expected