Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

ზურაბ ბატიაშვილი: ნორმალურ ქვეყანაში მმართველი ასეთი სკანდალის შემდეგ გადადგებოდა

“ნორმალურ ქვეყანაში ხალხი უკვე ქუჩაში იქნებოდა და იკითხავდა, საიდან აქვს გაღატაკებული ქვეყნის მმართველს იმდენი ფული, რომ ჩარტერული რეისებით იფრინოს პირადი მიზნებისთვის.

ნორმალურ ქვეყანაში მმართველი ასეთი სკანდალის შემდეგ გადადგებოდა.

სანამ ქუჩაში არავინ გამოდის და არ აპროტესტებს, არც არაფრად თვლიან არც ხალხს და არც მაგ ამბავს.

თუ გამოხვალ და პასუხს მოსთხოვ, მხოლოდ მაშინ ექნება აზრი პროტესტს!” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

ცნობისათვის, საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა მაშინ, როცა მის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს სასწავლო პროცესი ეწყებოდა.