Georgia

აჭარა მწვანე ზონა გახდა

აჭარა მწვანე ზონა გახდა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

აჭარაში 30 აპრილის შემდეგ, უკვე 23 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. კლინიკა „მედალფაში“ ამ დრომდე მხოლოდ ორი ინფიცირებული მკურნალობდა, თუმცა ისინი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

„ბოლო ორი ინფიცირებული განიკურნა. შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი. 30 აპრილის შემდეგ, რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებულები. ესაა საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი, მაგრამ ეს არაა მოდუნებისა და თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ გვმართებს, რომ საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან ერთად, გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების განუხრელად შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მიერ. ის ფაქტი, რომ აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ეპიდრეგიონი, იყო საკმაოდ მომეტებული რისკის მატარებელი, ვინაიდან ჩვენთან რამდენიმე ათეული საკარანტინე სივრცე მოეწყო. მიუხედავად ყველაფრისა, პირველ რიგში მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით შევძელით, რომ კარგად, ეფექტურად გვემართა ეს პროცესი და დღეს გვქონოდა საკმაოდ დამაიმედებელი შედეგი. უსაფრთხო რეგიონისა და მწვანე ზონის სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებისას. ამიტომ ყველას გვმართებს, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები და ფრთხილად დავუბრუნდეთ ეკონომიკის აღდგენის, განახლების ეტაპს და ვუმასპინძლოთ ტურისტებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერში განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მედიკოსებს, საზოგადოებასა და უწყებათაშორის საბჭოს -პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, ვინაიდან ყველას კოორდინირებულმა მოქმედებებმა მოგვცა საშუალება, რომ დღეს ეს შედეგი გვქონოდა. ამას ყველა ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ნებისმიერ დროს შესაძლოა, ეს შედეგი შეიცვალოს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსზე PSR-ტესტი ათასამდე ადამიანს ჩაუტარდა.

აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 15 მარტს დადასტურდა. ინფიცირებული იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, აეროპორტიდან კარანტინში გადაიყვანეს.

ავტონომიურ რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა.

აჭარაში, ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.

Football news:

Sandhausen defender Zhirov: Beer can be brought to us in the locker room. It's normal to drink a bottle with the President
Nikita Nagorny: I Like to play football. As a child, I was hooked by Rostov SKA, went to every match
Leandro Paredes: Juve Bosses wanted to buy me in 2011. They said I would be Pirlo's heir
President of Brescia on the restart of Serie A: a Crazy decision. It is dangerous to resume the tournament by playing three matches in a week
Sandro Rosel: Neymar is the best player in the world after Messi. I would try to sign him to Barca
The next season of La Liga wants to start on September 12
In Austria, the club was stripped of 6 points for violating the training Protocol. This may deprive him of the championship