Georgia

ამირან გამყრელიძე: სიმბოლურია, რომ დღეს „სინოფარმით“ პირველად მე ავიცერი - ეს არის 45 ქვეყანაში აპრობირებული ვაქცინა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო. “აიპრესის” ინფორმაციით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოში კითხვები უკვე გამოაგზავნა.
“აიპრესი” მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა. თუმცა, უწყებაში სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი საჩივარი – ერთი ეხება ვალერი გელაშვილის ცემის, მეორე კი სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეს.​

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვარ სპეციალისტი ამ კონვენციის, იმიტომ რომ თავის დროზე ვიყავი პირველი აღმოსავლეთ ევროპელი, რომელმაც მიიღო დიპლომი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან არსებულ საგამოძიებო კომისიაში, ადამიანის უფლების სამართალში. აქედან გამომდინარე, მე ზუსტად ვიცი, რატომ დასჭირდა ამდენი წელი ამ ყველაფრის წარმოებაში მიღებას – იმიტომ რომ უნდა ამოწურულიყო შიდა დაცვის ყველა საშუალება. ახლა მთავარი ნაბიჯი გადადგმულია, საქმე მიღებულია წარმოებაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, ორი კატეგორიის ხალხსი არსებობს საქართველოში – ერთი, ვინც იცის, რომ თავიდანვე ეს საქმეები იყო ბლეფი, ყალბი და არ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მეორე, ვინც გულის სიღრმეში მაინც იცის, რომ საქმეები მთლიანად ფუყეა, უსამართლოა, მაგრამ იმდენად უნდა ჩემი მოშორება, რომ მზად არის, ამ უსამართლობაზე დახუჭოს თვალი.

ეს მეორე კატეგორია აბსოლუტურ უმცირესობაშია, მიუხედავად იმისა, როდის გამოიტანს სტრასბურგი საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ გადაწყვეწტილებას და მე მაქვს სიმართლის დაგენის იმედი. ბოლო გადაწყვეტილებების და სიმართლის დადგენის შემდეგ და მე ყველანაირად ვიქნები ჩვენი ხალხის გვერდით ამ გადამწყვეტ ეტაპზე ჩვენი ბრძოლის. ვინაიდან ახლა ჩემ პირად საქმეზე, ჩემ უსაფრთხოებაზე და სიცოცხლეზე მაღლა დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი”, – განაცხადა “მთავართან”.

შეგახსენებთ, 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების(გერონტი ალანიას, მიხეილ ბიბილური, ავთანდილ აფციაურის) შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. – სასამართლოს გადაწყვეტილებით სააკაშვილს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა და თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლითა და 2 თვის ვადით ჩამოერთვა

2018 წლის 28 ივნისს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე,თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ 6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

2018 წლის 22 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.


2019 წლის 19 აგვისტოს უზენაესმა სასამართლომ გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

““საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით დაუშვებლად ცნო მხარეთა საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამანაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას გულისხმობს. საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, ასევე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებით დადასტურებულია, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.

მიღებული დავალების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ე.კ.-ს ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 15 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს. ე.კ.-ს დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გ.ს.-ს ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს იგი და გაიტაცეს მის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი.

მიხეილ სააკაშვილის დავალებით განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს პარლამენტის წევრმა ვალერი გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის – ივანე მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის – ე.კ.-ს და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის – გ.ს-ს მიმართ”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 2005 წელს დღეპუტატ ვალერი გელაშვილზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ბრალად ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედებოდა.

წყარო: ipress.ge

Football news:

Griezmann spoke with Hamilton and visited the Mercedes boxes at the Spanish Grand Prix
Barcelona feels that Neymar used it. He said that he wanted to return, but extended his contract with PSG (RAC1)
Aubameyang to the Arsenal fans: We wanted to give you something good. I am sorry that we could not
Atletico did not lose at the Camp Nou. Busquets' injury is the turning point of the match (and the championship race?)
Verratti injured his knee ligaments in PSG training. Participation in the Euro is still in question
Neymar's contract in one picture. Mbappe wants the same one
Manchester United would like to sign Bellingham in the summer, not Sancho. Borussia do not intend to sell Jude