Georgia

გარკვეული შეზღუდვების შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ცვლილებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხარს უჭერს

გარკვეული შეზღუდვების შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ცვლილებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხარს უჭერს - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, შესაძლოა კორონავირუსის კერები ქვეყნაში კვლავ გაჩნდეს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ხელისუფლებას კონკრეტული არეალების ჩაკეტვის ბერკეტი, საგანგებო სიტუაციის კვლავ გამოცხადების გარეშეც უნდა ჰქონდეს.

„კორონავირუსი არ გაქრება 23 მაისს. კორონავირუსთან ერთად ჩვენ კარგა ხანს მოგვიწევს ცხოვრება. „დარჩი სახლში„ ნელ-ნელა შეიძლება სლოგანით „ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად“, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დაგვჭირდება. გარკვეული რაოდენობა, 5, 10, 20 შეიძლება იყოს ხოლმე. შეიძლება იყოს ცოტა მეტიც ამ შემსუბუქების პერიოდში. შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მკაცრი ღონისძიებებიც. მაგალითად, ერთი კლასტერის ან ერთი სოფლის ჩაკეტვა რამდენიმე დღით. ან ერთი არეალის ჩაკეტვა, გადაადგილების შეზღუდვა. ამისთვის არ უნდა იყოს აუცილებელი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ოპერატიულად უნდა მიიღონ მოკლევადიანი შემზღუდავი ღონისძიებები, რომლებიც სწრაფად მოახდენს ლოკალიზებას ინფექციის და არ მისცემს მას საშუალებას, გავრცელდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს უჭერს“, - განაცხადა გამყრელიძემ.


Football news:

Ole Gunnar Solskjaer: I Think it was a penalty against Aston Villa
Philadelphia played in t-shirts with the names of black people who died at the hands of the police
Kompany tries everything at Anderlecht: he coached without a license (terrible), played 15 matches and invested 3 million euros in the club
Aston Villa coach on Manchester United penalty: A shameful decision
Paul Pogba: Winning the Europa League and the FA Cup are two of Manchester United's goals for this season
Manchester United's first ever Premier League win 4 consecutive games with a difference at least 3 goals
Brunu has scored 7 (4+3) points in his last 3 games for Manchester United