Georgia

გოცირიძე საგანგებოს გარეშე შეზღუდვებზე: მთავრობის ხელში სერიოზული იარაღი იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას რიგი შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც შეეძლება, მმართველი გუნდის ხელში სახიფათო იარაღია. 

ამის შესახებ რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა, სადაც კანონპროექტს განიხილავენ. გოცირიძემ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ჰკითხა, არის თუ არა შემოწმებული ამ კანონპროექტის ზოგიერთი მუხლის კონსტიტუციასთან შესაბამისობა.

"უცნაური და გასაკვირია, რომ პარლამენტი ფაქტობრივად ეთიშება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს და ამავე დროს, ძალიან სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას. პარლამენტი, ფაქტობრივად, ფარ-ხმალს ყრის, დელეგირებას აკეთებს ისეთი უფლებამოსილებებისა, რომელიც შეუძლებელია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდეს ამ დონით", - თქვა გოცირიძემ.

დეპუტატის თქმით, ქართული ოცნების გუნდი მთავრობას აძლევს უფლებას, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, გააუქმოს ადამიანის კონსტიტუციური უფლება გამოხატვისა და თავშეყრის შესახებ, ჩაკეტოს ქალაქები და ეს ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ პარლამენტს არც კი ჰკითხოს. 

"თქვენ აძლევთ მთავრობას საკუთრების ჩამორთმევის უფლებას? ეს არის მთავრობის ხელში სერიოზული იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ბოროტად", - თქვა გოცირიძემ. 

ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს პარლამენტში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ევროპული საქართველოც. 

IPN-ის ცნობით, რომელსაც კანონპროექტზე წვდომა ჰქონდა, დოკუმენტი ითვალისწინებს საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. 

კანონპროექტი საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, ვინაიდან 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის ვადა იწურება და პრემიერმინისტრის თქმით, მისი გაგრძელების მოთხოვნით პრეზიდენტს აღარ მიმართავენ. გიორგი გახარიამ 15 მაისს ასევე თქვა, რომ მთავრობა მიმართავს პარლამენტს, რათა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებები და შეზღუდვების აღსრულება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც იყოს შესაძლებელი.

Football news:

In Bulgaria, too, there are problems with the virus: there are 16 cases in one team (it seems that it was caused by one player of the opponent). But it reached the semi-finals of the playoffs!
Ronaldo: The fight against racism is not for the sake of blacks, but for the sake of each of us. No one is born a racist
Joleon Lescott: Messi and Ronaldo are super freaks! Sterling follows them
Maurizio Sarri: Now is not the time to think about Lyon. Atalanta is very good, it is difficult to play against them
De Bruyne has no intention of leaving Manchester City, even if the club is banned from the Champions League
Zlatan on Rangnick in Milan: I don't even know who it is
Abraham fulfilled the conditions for an automatic extension of his contract with Chelsea until 2023