Georgia

ივანე ჩხაიძე: შესაძლებელია, კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე პირველი

შესაძლებელია, კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე პირველი, - ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის შემდგომ გავრცელებასთან დაკავშირებით რამდენიმე სცენარი განიხილება. ყველაზე მძიმე კი, სავარაუდოდ, სწორედ მეორე ტალღა იქნება.

ჩხაიძის განმარტებით, არ არსებობს მოსაზრება, რომელიც მეორე ტალღის არსებობას უარყოფს და რომ ვირუსი არსებობას ახლა, ზაფხულის თვეებში დაასრულებს. ამდენად, საზოგადოება უნდა ელოდოს მეორე, მესამე და შემდეგი ტალღების გაგრძელებას. მოსახლეობამ არ უნდა ჩათვალოს, რომ კორონავირუსის შემთხვევების შემცირებითა და „გაქრობით“ ის აღარ დაბრუნდება.

„დღეისთვის არ არსებობს არცერთი ინსტიტუცია, რომელიც მეორე და მესამე ტალღის არსებობას უარყოფს. პირიქით. ძირითადი აქცენტი კეთდება, არა იმაზე იქნება თუ არა მეორე და მესამე ტალღა, არამედ იმაზე, რა სახის იქნება შემდეგი ტალღები. სიტუაციის განვითარების რამდენიმე სცენარი არსებობს. ყველაზე უფრო ხშირად სამი სცენარი განიხილება. პირველი გახლავთ ის, რომ ახლანდელი ტალღაა ყველაზე მაღალი და შემდეგი 18-24 თვის განვალობაში, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ ეხება მოკლევადიან პერეიოდს. ეს ეხება ორწლიან პერიოდს, როდესაც ჩვენ ახალი კორონავირუსის არსებობას ვაფიქსირებთ მსოფიოს ყველა ქვეყანაში, სხვადასხვა მოცულობითა და სიხშირით, მაგრამ ეს არის პერიოდი, რომელიც განიხილება ჩვენს ქვეყნებში, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის ერთი ქვეყნის, ეს არის ის, რასაც ელოდება მსოფლიო. გავიმეორებ, რომ ყველაზე კარგი სცენარი გახლავთ ის, რომ ეს იყო ყველაზე მაღალი ტალღა და შემდეგი თვეების განმავლობაში და მეორე ტალღის მოლოდინი ძირითადად, შემოდგომა-ზამთარს უკავშირდება, როდესაც საერთოდ რესპირატორული ვირუსების მატებაა. ფიქრობენ, რომ ანალოგიური მატება იქნება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, მხოლოდ გაცილებით ნაკლები სიხშირის ინფიცირებით.

მეორე სცენარით, რომელიც ასევე განიხილება, ყველაზე ცუდი, შესაძლებელია მეორე ტალღა იყოს გაცილებით უფრო ძლიერი ვიდრე პირველი. ამ დასკვნების უკან დგას 2009-10 წწ. გრიპის H1N1 ვირუსით გამოწვეული პანდემია. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, როდესაც იყო მეორე ტალღა. პანდემიის პირველ წელს 2009-10 წწ. საქართველოში გარდაიცვალა 33 ადამიანი, შემდეგ წელს ორჯერ მეტი. ასე, რომ მეორე უფრო მაღალი ტალღის ალბათობა რეალურია.

მესამე სცენარით მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ოღონდ გაცილებით უფრო ნაკლები ინტენსივობის და შესაძლებელია რამდენიმე მატება იყოს დაფიქსირებული. თუ საიდან მოდის ეს მოსაზრება და რას ეფუძნება? პირველ რიგში ეფუძნება იმ გამოცდილებას, რაც არსებობს 1918 წელს ე.წ. ესპანური გრიპის მაგალითზე, ეს იყო ვირუსი, რომელიც ორი წლის განმავლობაში გავრცელდა და მაშინაც რამდენიმე ტალღა აღინიშნა“, - განაცხადა ჩხაიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 702 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 456 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Football news:

Real Madrid is ready to sell Ceballos for 25 million euros
Manchester United is ready to pay 120 million euros for Sancho if they get into the Champions League
Saul: if Real Madrid win La Liga, it will only be because they deserve it. VAR puts a penalty in their favor, as they put pressure on the opponent
Tiago put his house in Munich up for sale. Liverpool was Interested in him
Glushakov before the game with Spartak: I have no problems with the fans
Olivier Giroud: I'm Glad that my goal helped Chelsea win
Hulk: the Contract with Shanghai ends in December. I don't want to play in China anymore