Georgia

მაასი: გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას [ხანგოშვილის] საქმეზე დამატებითი ზომები მიიღოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა:

"ჩვენ კვლავ დავიბარეთ რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა უშეცდომოდ და ნათლად გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია რუსული მხარის მიმართ. გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას ამ საქმეზე დამატებითი ზომები მიიღოს. ეს გამორჩეულად სერიოზული შემთხვევაა, ამიტომ, გერმანიის მთავრობის პერსპექტივიდან, აუცილებელია საკითხი ბოლომდე გადაჭრას სასამართლომ", - თქვა მან.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით მოქმედებდა.

გერმანიის პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის დავალება ეჭვმიტანილმა პირდაპირ რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ძალოვანი სტრუქტურებისგან მიიღო. 

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", — ნათქვამია განცხადებაში. 

ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც გერმანიის პროკურატურა თორნიკე ქავთარაშვილად მოიხსენიებს, ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს კი რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც. 

Football news:

Antonio Conte: I will not hesitate before leaving if Inter are not happy with what I am doing
Diego Godin: Inter will do everything to keep second place. Now we need to think about how to catch up with Juventus
Harry Maguire: Manchester United want to fight for trophies
Zidane on the victory over Granada: real suffered as a team. Two more games, we haven't won La Liga yet
Real have won 11 games with a minimum score in La Liga for the first time in 11 years
Akinfenwa after Wycombe's exit to the championship: the Only person who can charge me even more is Klopp
Ramos on the title: I hope that Real Madrid will celebrate the championship on Thursday. Everything is in our hands