Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

ნანა ფაჩუაშვილს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, 80 წლის ნანა ფაჩუაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

მსახიობს ჯილდო თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადასცა.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965 წლიდან შოთა რუსთაველის სახ. თეატრის დასშია; მის მიერ შესრულებული სახეები გამოირჩევა გულწრფელობით, უშუალობით და მხატვრული ზომიერების გრძნობით; მნიშვნელოვანი როლები: ევა (ი. შტოკის "ღვთაებრივი კომედია"), მზია (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), პოლი პიჩემი (ბ. ბრეხტის "სამროშიანი ოპერა"), სონა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), ანისია (ლ. ტოლსტოის "მეუფება წყვდიადისა"), ადელა (ფ. გარსია ლორკას "ბერნერდა ალბას სახლი"), არიცია (ჯ. რასინის "ფედრა"), ლედი ანა (უ. შექსპირის "რიჩარდ III"), ნადეჟდა კრუპსკაია (გ. შატროვის "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე"), მარიამი (ა. ტოლსტოის "ივანე მრისხანის სიკვდილი"), იამზე (თ. მეტრეველის "შეშლილი, შეშლილი... ახალი წელი"), ტამორა (უ. შექსპირის "ტიტუს ანდრონიკუსი"), ლიზიკო (თ.ჭილაძის "ნახვის დღე"), ალისა (ი. სტრინდბერგის "სიკვდილის როკვა"), მაია (ლ. ქიაჩელის "თავადის ქალი მაია", ამ სპექტაკლში ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის დაჯილდოვდა პრემიით) და სხვა; მონაწილეობდა ტელედადგმაში "ჯაყოს ხიზნები" (მარგო) და ტელესერიალში "წვრილვარსკვლავთა ღამე" (ვენერა) და სხვა.

ipress.ge