Georgia

ოქრუაშვილი: ხალვაში იყო ხელის ბიჭი, რუსთავი 2 მეკუთვნოდა მაშინაც და ხვალაც იქნება ჩემი

ხალვაში იყო ხელის ბიჭი და ფიგარო გასაქცევად აქეთ-იქით, რუსთავი 2 მეკუთვნოდა მაშინაც და ხვალაც იქნება ჩემი - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრა. 

მისი თქმით, ის რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს შეხვდება და მათ უსასყიდლოდ გადასცემს კუთვნილ 80%-ს. 

"თქვენთვის ცნობილია, რომ განცხადება შევიდა ყადაღის მოთხოვნაზე, ათი დღე გვაქვს იმისთვის, რომ სარჩელი სრულყოფილი სახით შევიტანოთ სასამართლოში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ერთი რამ, ივანიშვილს სულ ტყუილად მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა არის ჩალით დახურული, ის რუსთავი 2-ის წაღებით თავის მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებს და მითუმეტეს, რუსთავი 2-ს სრულყოფილად ვერ წაიღებს. მე ვაპირებ შევხვდე ათამდე ჟურნალისტს და ჩემი მოთხოვნის, იმ კანონიერი მოთხოვნის, რომელიც სასამართლოში წარვადგინე, 80% პირობითად, ციფრებში გამოხატული, გადავცე მათ უსასყიდლოდ, იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ დავა, - ამბობს ოქრუაშვილი.

მისივე თქმით, რუსთავი 2-ის ახალი გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადება, რომ მისი დოკუმენტი ყალბია, სიმართლეს არ შეესაბამება. 

"ამ დოკუმენტის თანახმად, მესამე წელია უკვე საქალაქო სასამართლოში ვდაობ ფინანსურ ნაწილზე, რაც ვალი აქვს ჩემი და არ აბრუნებს. ამ დოკუმენტის ეჭვის საკითხი უკვე დადგა სასამართლოში 3 წლის განმავლობაში დავის შედეგად, 8 თვეა, ხალვაში არ ცხადდება ექსპერტიზაში ხელმოწერის ნიმუშის დასადგენად, არ ცხადდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს ხელმოწერა ეკუთვნის მას და ამ ამბავს ვერ გაექცევა, რაც არ უნდა მოიგონოს. მეორე არის, რუსთავი 2-ის საკითხი. ფინანსურ დავაზე ხანდაზმულობის ვადა დამდგარი მქონდა, იძულებული ვიყავი მაშინ, 2016 წელს შემეტანა. რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ამის უფლება არ მქონდა, ვიდრე ის არ გახდებოდა კანონიერი მესაკუთრე. კანონიერი მესაკუთრე ის გახდა გუშინწინ, ამის შედეგად დავიწყე დავა"- ამბობს ოქრუაშვილი.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

19 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილმა რ2-ის ქიბარ ხალვაშზე გადაფორმებული წილების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. 

Football news:

Ex-agent Benzema: Karim can return to Lyon. I know that's what he wants
Arsenal are in talks with 21-year-old former nice defender Sarre
Setien on if Barcelona don't win La Liga: I bear a share of responsibility, but not all of it
Joan Laporta: if I were Xavi, I would never go to Barca under this management
Bayern, Atletico and Everton are Interested in Zaa
Joan Laporta: Messi is the best in history. We must create appropriate conditions for it
Mourinho on Bergwein in reserve: Klopp, Pep and Lampard you ask such questions