Georgia

"უცნაური წესები ჰქონდა" - კანიე ვესტის ყოფილმა დაცვამ მომღერალთან მუშაობა გაიხსენა

ფოტო: Getty Images

კანიე ვესტის ყოფილი დაცვის წევრმა, სტივ სტანილუსმა, მომღერთან მუშაობის პერიოდი და მისი მოთხოვნები გაიხსენა.

სტანილუსის თქმით, პირველ სამუშაო დღეს კანიე ვესტი მას ეჩხუბა, რადგან არ იცოდა, ლიფტით რომელ სართულზე უნდა ასულიყვნენ.

"როდესაც მას პირველად შევხვდი, მოდის კვირეული მიმდინარეობდა. მას სტუდიაში უნდა შევხვედროდი. როდესაც მოვიდა, ლიფტში შევედით და მკითხა, ვაპირებდი თუ არა დამეჭირა იმ სართულისთვის, რომელზეც ავდიოდით. მე ვუთხარი, რომ წარმოდგენა არ მქონდა რომელ სართულზე უნდა ავსულიყავით, რადგან ეს ჩემი პირველი დღე იყო. ამის შემდეგ მან მკითხა, რატომ არ მქონდა წინასწარ გარკვეული სად მივდიოდით. ამიტომ მე მას ვუთხარი - 'მომისმინე, ერთი ვარიანტია, რომ შენ მითხრა რომელ სართულზე უნდა ავიდეთ და მე ეს მეცოდინება. მეორე ვარიანტია, რომ ღილაკს შენ დააჭირო და მე გავიგებ, რომელი სართულია. ხოლო მესამე ვარიანტია, რომ მთელი დღე აქ იჯდე და მომიყვე, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის დრო'. ეს იყო ჩვენი პირველი შეხება. მან პირველი ვარიანტი აირჩია", - გაიხსენა სტივ სტანილუსმა.

სტანილუსის თქმით, კანიე ვესტი თავისი მომავალი ადგილმდებარეობის შესახებ პაპარაცებს წინასწარ ატყობინებდა და ამიტომ, ისინი სულ მომზადებულები ხვდებოდნენ.

"პირველ რიგში, გამორიცხულია, რომ პაპარაცებისთვის ვიღაცებს არ დაერეკათ. გამორიცხულია, რომ ყოველთვის, სახლის დატოვებისას, მათ ამის შესახებ ცოდნოდათ. აშკარად ვიღაც ურეკავდა მათ. ეს ჩემი აზრია. შესაძლოა პაპარაცები იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე წარმომიდგენია", - გაიხსენა სტივ სტანილუსმა.

მისივე თქმით, მომღერალს გადაადგილების დროს "უცნაური წესები ჰქონდა", რადგან ითხოვდა, რომ დაცვის წევრები 10 ნაბიჯით უკან ყოფილიყვნენ.

"მას სურდა, რომ ქუჩაში მასზე 10 ნაბიჯით უკან ყოფილიყავი. ამიტომ, ცხადია, ვინმე რომ მასთან მისულიყო და რაიმე ექნა, სანამ მე მომღერალთან მივირბენდი და მის დაცვას შევეცდებოდი, ყველაფერი უკვე მომხდარი იქნებოდა", - გაიხენდა სტივ სტანილუსმა.

Football news:

Kike Setien: Griezmann played a great match, understood Messi well, scored a great goal. We changed something
Barca President on the Real Madrid match: VAR always favours one team. I have an unpleasant feeling
Faty scored the 9,000 th goal in the history of Barcelona
Griezmann scored in La Liga for the first time since February with a pass from Messi
Suarez came out on the 3rd place in the list of the best Barca Goalscorers in history
Guardiola lost 3 away games in a row in the League for the first time in his career
About Lautaro Marotta: He has not shown the slightest desire to leave