Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

რატომ არის აუდიო წიგნები ჯანმრთელობისთვის სასარგებლო

ბოლო წლებში აუდიო წიგნებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და ბევრისთვის საყვარელი გასართობი გახდა. მხოლოდ 2020 წელს, ადრეული პანდემიის პერიოდში, აუდიოწიგნების ინდუსტრიამ 12 პროცენტით მოიმატა, წინა წლის გაყიდვებთან შედარებით, რითაც იგი ყველაზე სწრაფად მზარდ ფორმატად იქცა წიგნის ინდუსტრიაში, Writers Digest-ის მიხედვით.

ეს განსაკუთრებით კარგი ამბავია, რადგან აუდიო წიგნების მოსმენას აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სარგებელი ფართო სპექტრი. მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტების აზრით, აუდიო წიგნები სტრესიის, დეპრესიის, შფოთვის დონეს მკვეთრად ამცირებს. კარგ განწყობას არა მხოლოდ მოსმენისას, არამედ ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს.

აუდიო წიგნები ასევე აუმჯობესებს კოგნიტურ უნარებს, როგორიცაა მეხსიერება, ყურადღება, კონცენტრაცია. ეს მენტალური სავარჯიშოა, რომელიც “გვაიძულებს” ვიყოთ უფრო ფოკუსირებულები, გავაფართოვოთ წარმოსახვის უნარი და მოვახდინოთ გონების სტიმულირება.

გვეხმარება ემოციური ინტელექტის განვითარებაში, რადგან ადამიანს აუდიო წიგნების მოსმენიას უჩნდება ემპათიის გრძნობა. თანაუგრძნობს პერსონაჟებს, თავს მათი ცხოვრების თანამონაწილედ გრძნობს. ეს ასევე მარტოსულობის და მოწყენილობის განცდას ამცირებს.

და ბოლოს, აუდიო წიგნების მოსმენა ადამიანს ეხმარება უკეთ დაძინებაში. როგორც ცნობილია, ელექტრომოწყობილობები ძილისთვის საზიანოა, თუმცა აუდიო წიგნების მოსმენისას არ გვიწევს ეკრანთან ურთიერთობა, შესაბამისად, არ ვიღებთ გამოსხივებას. თუ დაძინებამდე ერთი საათით ადრე მოუსმენთ, ბევრად უკეთ იგრძნობთ თავს.

წყარო: Best Life