Georgia

რუსეთში მედიკოსებს შორის სიკვდილიანობა დანარჩენი ქვეყნებისას 16-ჯერ აღემატება

რუსეთში კოროანავირუსული ინფექციით, მედიკოსებს შორის სიკვდილიანობა, დანარჩენი ქვეყნების მაჩვენებელს 16-ჯერ აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით გამოცემა მედიაზონა ავრცელებს. 

საუბარია ქვეყნებზე, რომელშიც ვირუსის გავრცელების მასშტაბი რუსეთთან შედარებადია. გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთში ახალი კორონავირუსით 186 მედიკოსია გარდაცვლილი. 

რუსეთის ხელისუფლების მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ქვეყანაში 2,722 პაციენტი გარდაიცვალა. მედიაზონის კვლევის მიხედვი გარდაცვლილთა რეალური რიცხვი 2864-ია. 

ამგვარად, მედიკოსების გარდაცვალების წილი საერთო შემთხვევებში თითქმის 7%-ს შეადგენს. შედარებისთვის იგივე მაჩვენებელი იტალიაში 0,65%-ია, აშშ-ში 0,48%, ირანში 1,59%.

გამოცემამ ასევე შეისწავლა სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკაც. რუსეთის ხელისუფლების მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციით ქვეყანაში სულ 61 მედიკოსი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც კი მედიკოსების წილი  გარდაცვალების საერთო შემთხვევებს 2%-ს უტოლდება, რაც ზემოთ ნახსენები სახელმწიფოების მაჩვენებლებს დაახლოებით, 5-ჯერ აღემატება. 

გამოცემის მონაცემებით, მედიკოსების გარდაცვალების 2/3 რუსეთის 4 რეგიონს უკავშირდება. ესენია: მოსკოვი, მოსკოვის რაიონი, სანქტ-პეტერბურგი და დაღესტანი. 

გარდაცვლილი სამედიცინო პერსონალის დაახლოებით ნახევარი უმცროს და საშუალო პერსონალზე მოდის. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა მედდებში ფიქსირდება. 

მედიაზონის ინფორმაციით, Covid-19-ით მედიკოსებს შორის მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი პროფესიული რისკი იყოს - ექიმებს ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობა სათანადო სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე უწევთ.

Football news:

Klopp on the championship corridor from city: I don't need it. We don't celebrate events from a week ago
Inter will announce the transfer of Hakimi after the end of the season
Zidane on Hames' words about Real Madrid: I understand him. He wants to play more, which is normal
The environment of Grisman outraged by the behavior of leopards. They believe that Messi can change the situation
CEO akhmata about Glushakov: We are happy with it. We will discuss the future at the end of the season
Arteta Pro 4:0 with Norwich: Arsenal are moving in the right direction
Heness about Sane: This transfer will make Bayern even more beautiful