Georgia

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელიც გოგოს Fb-ზე აშანტაჟებდა და სექსუალური სახის ფოტოებს აგზავნინებდა

ფოტო: Reuters

სამართალდამცველებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, გორში ერთი პირი, 2001 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, სოციალური ქსელ "ფეისბუკის" დახმარებით, 2010 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს დაუკავშირდა, რომელსაც სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდა, რაზეც გოგონა პასუხობდა. მოგვიანებით, ბრალდებულმა მ.ბ. მათი მიმოწერის სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით აიძულა, კვლავ გადაეღო სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც დაზარალებულმა მას გაუგზავნა" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139 -ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებასა და გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. 

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Football news:

Klopp on Henderson's injury: I don't know for sure yet, something's wrong with my knee. All we know is that it's not a small thing
Pavlyuchenko is seventh in the ranking of Tottenham's best forwards in the 21st century. Kane is the first (Squawka)
Manchester City made 93.7% of accurate passes in the match against Newcastle. This is an APL record
Ole Gunnar Solskjaer: 16 games unbeaten give confidence, but it is not something that Manchester United should aspire to
Havertz wants to go to Chelsea, he likes the project. Werner persuades him to go
Real Madrid has received almost 250 million euros from sales of Academy students over the past 4 years
Manchester United have started negotiations with Raiola to extend Pogba's contract