Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

სომხეთის მთავრობა: სომხეთში ყარაბაღიდან 3000-მდე დევნილი ჩავიდა

25 სექ 2023 მსოფლიო 6 ნახვები

ყარაბაღის რეგიონი 2 906-მა ეთნიკურად სომეხმა დატოვა, – ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, სომხეთის ტერიტორიაზე ყარაბაღის 2 906 მცხოვრები შევიდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშანიანმა გუშინ განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებაა მზადაა, “სიყვარულით მიიღოს ძმები და დები ყარაბაღიდან“.ამასთან, არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის, სამველ შაჰრამანიანის მრჩეველმა, დევიდ ბაბაიანმა დღეს განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღში მცხოვრები 120 000 ადამიანი, რომლებიც ეთნიკურად სომხები არიან, სომხეთში გაემგზავრებიან, რადგან მათ არ სურთ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ცხოვრება და ეშინიათ ეთნიკური წმენდის.

კომენტარები