Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

გია ჭანტურია: ივანიშვილმა თქვა, რომ რიტორიკა თუ შეიცვლება, არავის დავიჭერთ - მარტივადაა საქმე

„ქართული ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის არანაირი იდეოლოგიური საფუძველი არ აქვს. მაგათი იდეოლოგია არის ერთადერთი რამ, ჰქონდეთ უფლება ფულის კეთების,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გია ჭანტურიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„გავიხსენებ ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ რიტორიკა თუ შეიცვლება, არც არავის არ დავიჭერთ. ხალხი, რომელიც ახლა იძახის, რომ არა, კანონი ყველასთვის კანონიაო, აი იმ ადამიანმა თქვა - რიტორიკას შეცვლით, იქნებით თავისუფლები, არ შეცვლით, დაგიჭერთ, მარტივად არის საქმე.

„ქართული ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის არანაირი იდეოლოგიური საფუძველი არ აქვს. მაგათი იდეოლოგია არის ერთადერთი რამ, ჰქონდეთ უფლება ფულის კეთების, კაი ცხოვრების. ვისაც პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა, არავინ აღარ დაიტოვეს. მცდარი იყო თუ არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ ამ ხალხს რაღაც იდეა ამოძრავებდათ. ასეთი არავინ დარჩა იქ. დარჩნენ კობახიძისნაირი, აბსოლუტურად საშიში ადამიანები და ფულზე ორიენტირებული ხალხი",- განაცხადა გია ჭანტურიამ.

ipress.ge