Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავსტრიის სენატის პრეზიდენტ კლაუდია არპას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ავსტრიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობა, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, ავსტრიის პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის "დემოკრატიის ვორქშოპის" მიმდინარეობა და ორი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობა.

შალვა პაპუაშვილმა და კლაუდია არპამ, აგრეთვე, ისაუბრეს ავსტრიის სენატის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაია ბითაძე.