Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

ისრაელის საგარეო უწყების სპიკერი - თურქეთის პრეზიდენტის მცდელობებიც კი, დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია, ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ „ჰამასი“ „ისლამურ სახელმწიფოს“ უდრის

თურქეთის პრეზიდენტის მცდელობებიც კი დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია, ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ „ჰამასი“ „ისლამურ სახელმწიფოს“ უდრის, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ „ისრაელი მთელი გულით უარყოფს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ შესახებ თურქეთის პრეზიდენტის უკმეხ სიტყვებს“.

„ჰამასი“ „ისლამურ სახელმწიფოზე“ უარესი საზიზღარი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც განზრახ და სასტიკად კლავს ჩვილებს, ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს, სამოქალაქო პირები აჰყავს ტყვედ და საკუთარ ხალხს ცოცხალ ფარად იყენებს.

თურქეთის პრეზიდენტის მცდელობები დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია და მისი წამახალისებელი სიტყვებიც კი ვერ შეცვლის საშინელებებს, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, და იმ ცალსახა ფაქტს, რომ „ჰამასი“ „ისლამურ სახელმწიფოს“ უდრის“, - განაცხადა ჰაიატმა.