Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

ვაზიანის მე-4 ბრიგადაში მზის ენერგიის პანელების მოწყობა დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში სამხედრო ბაზებზე ევროსტანდარტების ფოტოვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა მიმდინარეობს. ვაზიანში მდებარე მე-4 ქვეითი ბრიგადის სრულად რეაბილიტაციისა და მოდერნიზების შემდეგ, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა.

ფოტოვოლტური ელექტროსადგური თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

3 500 მ2 დამონტაჟებული პანელები, დაახლოებით, 500 კვტ ენერგიას გამოიმუშავებს.

საქართველოს თავდაცვის უწყებამ ფოტოვოლტური ელექტროსადგურის (მზის პანელები) პროექტის განსახორციელებლად გრანტი ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიიღო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 680 000 ევროა, რომლის 25%-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფარავს, მათ შორისაა სამინისტროს მხრიდან პროექტირება, მონტაჟი, რომელიც სსსტც “დელტამ“ შეასრულა, აუდიტორიული კვლევის ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. დარჩენილი თანხა კი, სააქციო საზოგადოებამ „ვიასოლის ენერგია“ გაიღო. პროექტი საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავებას ითვალისწინებს, რაც საკმაოდ დაზოგავს უწყების ბიუჯეტის თანხებს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფოტოვოლტური ელექტროსადგურების მოწყობა თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებშიც იგეგმება.