Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

„ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის, მოლაპარაკებები არ გამართულა.

„გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ კონსულტაციებს და შეთანხმებებს ადგილი არ ჰქონია, ეს ერთი. დააკვირდით უბრალოდ, როდის და როგორ კეთდება.

თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება არიან კონსპირაციულ თანამშრომლობაში. როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი შეიძლება იყოს ლავროვის, როდესაც ასეთ საჯარო პუბლიკაციას აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით და ვის ინტერესშია ასეთი განცხადებები. სამწუხაროდ, აღმოაჩენთ ძალიან მარტივად, რომ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოპოზიციის ინტერესშია.

ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კრემლი მოლაპარაკებას პირდაპირი ფრენების აღდგენაზე „ქართულ ოცნებასთან“ აწარმოებდა.