Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

2021 წელს შაკირას თავს ორი გარეული ღორი დაესხა, როდესაც ის ბარსელონაში, პარკში იმყოფებოდა.

2018 წელს კანიე უესტმა ტვიტერზე დაწერა, რომ მისი ახალი სახელი იყო Ye.

2010 წელს მსახიობები სეთ როგენი და ლორენ მილერი დაინიშნენ.

1997 წელს ინგლისელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა რობი უილიამსმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი “Life thru a Lens”.

1996 წელს აშშ-ში Nintendo 64 გამოვიდა.

1985 წელს NBC-TV-ზე სტივენ სპილბერგის ანთოლოგიური სერიალი “Amazing Stories” გამოვიდა.

1979 წელს იოანე პავლე II გახდა პირველი პაპი, რომელიც ირლანდიის რესპუბლიკას ეწვია.

1954 წელს ჰოლივუდის თეატრში მუსიკალური ფილმი “A Star is Born” გამოვიდა.

1911 წელს იტალიამ ომი გამოუცხადა ოსმალეთის იმპერიას.

1829 წელს დაარსდა ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის სამსახური.

1717 წელს გვატემალაში, ანტიგუაში, 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ გაანადგურა 3000-ზე მეტი შენობა, ცენტრალური ამერიკის კოლონიური დედაქალაქის უმეტესი ნაწილი მიწასთან გაასწორა. 1773 და 1776 წლებში კიდევ ორი მიწისძვრის შემდეგ, დედაქალაქი საბოლოოდ გადავიდა თანამედროვე გვატემალაში.

1650 წელს ჰენრი რობინსონმა გახსნა პირველი გაცნობის სააგენტო მსოფლიოში.

1364 წელს ინგლისსა და საფრანგეთს შორის გაიმართა აურაის ბრძოლა.