Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

გაგა ჩხეიძე: პრიმიტიულია სამინისტროს განცხადებები…

კინოცენტრის ყოფილი დირექტორის, გაგა ჩხეიძის თქმით, „ნანა ჯანელიძის ფილმისთვის ნამდვილად გამოიყო დამატებითი თანხა, რადგან, ვიდრე თავად გახდებოდა კინოცენტრის დირექტორი, კინოცენტრმა რეჟისორს ფილმისთვის დაფინანსება გაუნახევრა, ეს კი საკმარისი არ იყო”.

„შევეცადე, ყევლაფერი გამეკეთებინა ისე როგორც კინოწარმოებას სჭირდებოდა”, – თქვა გაგა ჩხეიძემ ტელეკომპანია „პირველის ეთერში”.

ჩხეიძე კულტურის სამინისტროს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გაგა ჩხეიძემ, როგორც კინოცენტრის მაშინდელმა დირექტორმა ნანა ჯანელიძის ფილმისთვის „იარე ლიზა”  დამატებით თანხები უკონკურსოდ გამოყო, ამასთან, ჯანელიძის ფილმის ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას უშუალო ჩარევით კიდევ 1 200 000 ლარით დაფინანსდა.

ასევე, კულტურის სამინისტროს დღევანდელი განცხადების თანახმად, ნანა ჯანელიძის ფილმის „იარე ლიზა”-ს გადასაღებად ყოფილიპრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის, ხელშეწყობით ჯამში 1 740 690 ლარი გამოიყო.

„მე რომ მივედი კინოცენტრში, 2019 წლის მაისში, ეს ფილმი, ეს პროექტი დამხვდა დაფინანსებული. ის კონკურსში გავიდა პირველ ადგილზე 21 პროექტს შორის, საიდანც 4 დაფინანსდა. ნანას პროექტმა მიიღო უმაღლესი შეფასება… საკმაოდ კომპეტენტური ჟიური აფასებდა მაშინ პროექტებს, თუ არ ვცდები, ჟიურის თავმდჯომარე იყო თემურ ბაბლუანი. წევრებს შორის იყვნენ გიორგი ცინცაძე, გიორგი კალანდია. ამ ხალხის გადაწყვეტილებით პროექტმა მიიღო უმაღლესი შეფასება. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას და შევეცადე, ყევლაფერი გამეკეთებინა ისე, როგორც კინოწარმოებას სჭირდებოდა”.

დღეს გაგა ჩხეიძემ ასევე განაცხადა, რომ თეა წულუკიანმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ ამ ფილმის დაფინანსებით თანხები სხვა პროექტებს დააკლდათ – მისი თქმით, ამ ფილმისთვის მთავრობამ გახარიას ხელმძღვანელობით მიზნობრივად გამოყო დამატებით 1 200 000 ლარი და ამით სხვა პროექტებს დაფინანსება არ დაკლებიათ.

„კინოცენტრში არსებობდა წესი  – კომისია ანაწილებდა თანხებს, ეს წესი მე შევცვალე, თანხის განაწილება მივანდეთ კინოცენტრს, რადგან კომისიამ არ იცის რამდენი თანხა აქვს კინოცენტრს, უშვებს შეცდომებს… იყო პრაქტიკა, რომ მოეჭრათ თანხები.

ნანა ჯანელიძემ 600 000 ლარი მოითხოვა თავისი პროექტისთვის, მისცეს მხოლოდ 300 000. არა მხოლოდ ნანას, თანხა 4-ვე პროექტს  გაუნახევრეს.

ჩვენ ვთქვით რომ დავუმატოთ, რადგან საჭირო იყო თანხის დამატება, არ ჰყოფნიდათ, ვერ ასრულებდნენ პროექტს.

მეორე მხარეა ის, რომ როცა სახელმწიფო თვლის, რომ პროექტი მნიშვნელოვანია, ის თავად  იღებს გადაწყვეტილებას. ეს შეიძლება პრემიერი იყოს, შეიძლება მინისტრი წყვეტდეს რაღაცებს. ჩვენთან მიზნობრივად დამატებული თანხა შემოვიდა ამ პროექტზე 1 200 000 ლარი. ეს იშვიათად ხდება, მაგრამ ზოგადად ევროპულ კინოწარმოებას თუ შევხედავთ, მცირე თანხაა.

მე მქონდა საუბარი მიშა ჩხენკელთან. მან მითხრა – ჩვენ ამას გიმატებთ სახელმწიფოს ფონდიდან და ეს არის მიზნობრივი დაფინანსებაო. რაც პარლამენტში გაჟღერდა იყო ტყუილი, რომ თითქოს სხვა პროექტებს დააკლდა ეს თანხა. პირიქით ეს იყო მიზნორბივად დამატებული თანხა, რომელიც გამოყო მთავრობამ. გახარია იყო მაშინ მთავრობის ხელმძღვანელი, სხვა რომ ყოფილიყო, სხვაც გამოყოფდა, დარწმუნებული ვარ”,– თქვა გაგა ჩხეიძემ.

გაგა ჩხეიძე ამბობს, რომ კულტურის სამინისტრო დღეს ირჩევს ურთიერთობის უცნაურ ფორმას და მისი შეფასებით, პრიმიტიულ განცხადებებში სამინისტრო თავს ესხმის იმ ხალხს, ვისაც გაუკრიტიკებია სამინისტროს ან კინოცენტრის პოლიტიკა.

„პრიმიტიულია სამინისტროს განცხადებები… აკრიტიკებენ იმ ხალხს, ვისაც გაუკრიტიკებია თვითონ სამინისტრო ან კინოცენტრის პოლიტიკა”,– თქვა გაგა ჩხეიძემ.

თეა წულუკიანმა „რეორგანიზაციის” შემდეგ რამდენჯერმე თქვა, რომ კინოცენტრში „მეფობდა ნეპოტიზმი” და პროექტები უკონკურსოდ იღებდნენ დიდ დაფინანსებებს.

იხილეთ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადება აქ