Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

გია ხუხაშვილი: პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის - ღია კენჭისყრის ნაცვლად, ღია კარგების დაგინება ჩატარდება

ბოკერიას 0.9% ნამდვილად ადასტურებს, რომ ვინც ბელადს განუდგება - განულდება!,- ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელ, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სამტრედიის პირველი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს, ნინო სტურუას კემბრიჯის უნივერსიტეტმა საერთაშორისო მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ გამარჯვებული პედაგოგი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ბატონ ლექსო ალექსიშვილს კარგად არ ვიცნობ. ამბობენ, ჭკვიანი კაციაო, ეკონომიკის მინისტრად ნამუშევარი, ზურაბ ჟვანიას კადრიაო, ახლაც კარგ და შემოსავლიან ადგილზეც მუშაობსო-PMCG-ის გენერალური დირექტორიაო. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როდესაც ეკონომიკის სპეციალისტი, თან როგორც ამბობენ საკმაოდ კარგი, ცოტა არ იყოს პოლიტიკურ, უფრო კი პოპულისტურ განცხადებას თუ მოსაზრებას გვთავაზობს, აქ ორი ეჭვი ჩნდება-ამას გამიზნულად, სპეციალურად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით აკეთებს, რაც უკვე პოლიტიკურ დემაგოგიაში გადადის - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქართველოში დაბრუნებასა და მის მიერ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოწყობილ საგანგებო შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ფილმზე მუშაობისას ვფიქრობდი, რომ „იარე ლიზა“ კამათს, აზრთა სხვადასხვაობას, ხმაურს გამოიწვევდა. „იარე ლიზამ“ ახალი სიმძაფრე შესძინა აფხაზეთის თემას - აღმოჩნდა, რომ ის ყველას აწუხებს, თუმცა რეალური გააზრება, გეგმა ამ თემის გადაწყვეტისა არავის აქვს. ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ და მაშინ შეიძლება აფხაზებსაც ეყოთ გამბედაობა, თავისი თქვან, - ამის შესახებ კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს.

არ წყდება სპეკულაციები ეროვნული ბანკის ირგვლივ, მიუხედავად იმისა, რომ აჟიოტაჟიც ჩაცხრა სავალუტო ბაზარზე და კურსიც დასტაბილურდა, თავდაპირველი რყევის შემდეგ. ამჯერად სპეკულაციის მორიგ თემად ოპოზიციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული თანამშრომლობის საკითხი წამოწია და როგორც ჩვევიათ ტყუილ-სიმართლის ნაზავით არის წარმოდგენილი, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი ხშირად ოპოზიცია-პოზიციის ჯინაზე მოქმედებს, ამ მიდგომით ის ლიდერად ვერ იქცევა - დღის წესრიგს ვინმეს ჯიბრზე ვერ შექმნი, - ამის შესახებ დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

ჩვენ აფხაზეთს ახალ მომავალს ვთავაზობთ - აფხაზეთისა და საქართველოს საერთო სახელმწიფო - ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ოპოზიცია თუ ვერ ხვდება, რომ პრეზიდენტი სწორად იქცევა, იმაზე უარესად გვქონია საქმე ვიდრე გვგონია, - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პირველ რიგში ვეუბნები საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ამ საღამოს ჩამოდის ვილნიუსში და რომლის მთავარი საქმე, გარდა მოყოლისა ყველასთვის, როგორ ეკუთვნის ქართველ ხალხს სტატუსი, არის ზუსტადაც რომ ასეთი თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების შეწყალება და საქმით იმის დამტკიცება, რომ საქართველოში თავისუფლება პატივცემულია ვინმეს მიერ მაინც და ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც უნდა მივიღოთ სტატუსი, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.