Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა

19 სექტებრის შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა - შესაბამისი განკარგულება დეფაქტო პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა.

„შექმნილი რთული სამხედრო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვხელმძღვანელობთ რა მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველყოფის პრიორიტეტით, ვითვალისწინებთ რა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურობის შუამავლობით აზერბაიჯანთან მიღწეულ შეთანხმებას, ... მთიანი ყარაბაღის კონსტიტუციის 93-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, დათხოვნილი იყოს ყველა სახელმწიფო დაწესებულება და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები 2024 წლის 1 იანვრამდე. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა წყვეტს თავის არსებობას“, - აღნიშნულია განკარგულებაში.

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთში უკვე 50 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი გადავიდა.


imedinews.ge