Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლონდონში, ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს და მეფის მრჩეველს მაქს ჰილს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ლონდონში, ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს და მეფის მრჩეველს მაქს ჰილს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ინგლისის და უელსის პროკურატურის დირექტორს და მეფის მრჩეველს მაქს ჰილს შეხვდა.

ლონდონში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 28-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროჯასთში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე და ინგლისის და უელსის პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს. ირაკლი შოთაძემ ბრიტანელ კოლეგას საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმებისა და პროკურატურის შემდგომი განვითარების სტრატეგიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.