Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

შავი შოკოლადი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და მინერალებს. მისი მიღება გიცავთ გულის დაავადებებისგან. თუმცა საჭიროა, ზომიერების დაცვა, რადგან იგი ასევე შედგება შაქრისა და კალორიებისგან.

კაკაოს ხის თესლი ანტიოქსიდანტებით მდიდარი წყაროა. შავი შოკოლადი ასევე შეიცავს სტიმულატორებს, როგორიცაა კოფეინი და თეობრომინი.

შავ შოკოლადს შეუძლია გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა და შეამციროს არტერიული წნევა. მის შემადგენლობაში შემავალ ფლავანოლებს შეუძლია გაააქტიუროს ენდოთელიუმი, არტერიების ლორწოვანი გარსი, რათა გამოიმუშაოს აზოტის ოქსიდი (NO).

NO-ს ერთ-ერთი ფუნქციაა არტერიებში სიგნალების გაგზავნა, მათი მოდუნების მიზნით, რაც ამცირებს სისხლის ნაკადის წინააღმდეგობას და შესაბამისად ამცირებს არტერიულ წნევას.

მუქი შოკოლადის ბიოაქტიური ნაერთები შეიძლება იყოს შესანიშნავი თქვენი კანისთვის და დაგიცვათ მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. რადგან ფლავანოლებს შეუძლია გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა კანში და გაზარდოს მისი სიმკვრივე და დატენიანება.

თუ სანაპიროზე ან აუზზე დასვენებას გეგმავთ, რამდენიმე დღით ადრე დაიწყეთ შავი შოკოლადის მირთმევა, თუმცა გახსოვდეთ, რომ ეს მზისგან დამცავ ნივთიერებებს ვერ ჩაანაცვლებს.

და ბოლოს, შავი შოკოლადი აგრეთვე აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. ხელს უწყობს კოგნიტური ფუნქციის შენარჩუნებას ხანდაზმულებში და ამცირებს დემენციის განვითარების რისკს.