Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

ყველაზე უფრო ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან სამარცხვინო ადამიანია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, განცხადებები, რაც ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, პარტნიორებთან მიმართებით, ასევე ფარცხალაძესთან და მის ჩარტერთან დაკავშირებით, ყველა ზღვარს სცდება.

„ვფიქრობ, თუ ვინმეს შეიძლება საზოგადოების ნდობა არ ჰქონდეს, ეს არის თვითონ ღარიბაშვილი, რომელიც არის კორუფციონერი, მოქმედებს ლავროვთან ერთად ტანდემში და არის პირადად ბიძინა ივანიშვილის დანიშნული. ამიტომ, ვფიქრობ, მის სიტყვებს პრეზიდენტზე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. აქ მთავარია ერთი რამ – ღარიბაშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო დარჩეს ერთადერთ პლატფორმად რუსეთისთვის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე. ამიტომ მისი განცხადებები არის მხოლოდ იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში კლეპტოკრატიული ოლიგარქია არის რუსული ინტერესების სასარგებლოდ. მისი განცხადებები, რაც მან გააკეთა დღეს, სცდება ყველა ზღვარს, ის მოქმედებს ლავროვთან ერთად ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საბოტაჟისთვის. მისი ლუსტრაცია უკვე მომხდარია – სალომე ზურაბიშვილზე, ოპოზიციაზე ასე რომ ისაუბრებს და ფარცხალაძეს დაიცავს, უკვე გასაგებია. ღარიბაშვილს და ფარცხალაძეს აქვს ერთი იდეოლოგია და ორივეს არის ივანიშვილის მსახური. ყველაზე უფრო ამაზრზენი ჩარტერთან დაკავშირებით იყო – ის თუ რა ტონით საუბრობს გაჭირვებულებზე. ე.ი. თუ მდიდარი ხარ – კარგია, თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან სამარცხვინო ადამიანია,“ – განაცხადა დეკანოიძემ.