Georgia

12 მარტის შემდეგ პირველად, რუსული ნავთობის ფასმა 30 დოლარს გადააჭარბა

რუსული წარმოების ყველაზე მოთხოვნადი URALS-მარკის ნავთობის ფასი ორშაბათს 1,2 დოლარით გაიზარდა და 30 დოლარს გადააჭარბა. ეს მარტის შუა რიცხვების შემდეგ რუსული ნავთობის ყველაზე მაღალი ფასია. 

რუსული ნავთობის ფასი გაიზარდა ხმელთაშუაზღვის რეგიონშიც. ანალიტიკოსების აზრით, ნავთობზე ფასები აღდგენა OPEC-ისა და რუსეთის ახალ შეთანხმებას უკავშირდება, რომელიც ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებას ითვალისწინებს.

ფასების ზრდის კიდევ ერთი ფაქტორი ნავთობზე გაზრდილი მოთხოვნაა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, აპრილთან შედარებით მიმდნარე თვეში ნავთობზე საერთაშორისო მოთხოვნა დღეში 700 ათასი ბარელით გაიზარდა. 

გასული თვეები რუსული სანავთობო ინდუსტრიისთვის ბოლო ათწლეულელებში ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. ამ პერიოდში რუსული ნავთობის ფასმა, რამდენიმე ისტორიული ანტირეკორდი განაახლა. მათ შორის, პირველ აპრილს რუსული URALS-ის ფასი 10,5 დოლარს გაუტოლდა, რაც 1999 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. 

რაღაც პერიოდით რუსეთის ბიუჯეტი ვერ იღებდა ვერანაირ შემოსავალს სანავთობო ინდუსტრიიდან. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 მარტიდან - 15 აპრილამდე პერიოდში URALS-ის საშუალო ფასი ბარელზე 19 დოლარი იყო, ხოლო ტონაზე 139 დოლარი. შესაბამისად, პირველი მაისიდან საექსპორტო ტარიფი ტონაზე 6,8 დოლარი, ხოლო ბარელზე 90 ცენტი იქნება. სწორედ ამდენს მიიღებს რუსეთის ბიუჯეტი ყოველი გაყიდული ბარელიდან თუ ტონიდან. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს რუსეთის ეკონომიკას 5,5%-იან კლებას ვარაუდობს. 

Football news:

Bayern claims 19-year-old left back Bara from Lyon
Jovich's friend has a coronavirus. The Real Madrid forward was isolated at home
Hazard has an ankle problem and may miss the game with Alaves
Agent Fedele: Manchester City are very close to buying Coulibaly
West ham Moyes can sign Lingard and Jones from Manchester United, if not relegated from the Premier League
Ennio Morricone's heart belonged to music and rum. The composer was asked to write the club's anthem, and Totti went to his hit
Leipzig have signed forward Hwang Hee-Chan from Salzburg. He took the number 11 that Werner played under