logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo
star Bookmark: Tag Tag Tag Tag Tag
Georgia

64 მილიონი ლარი — წელს ყველაზე მეტია პრემია/დანამატი შსს-ში გაიცა

ფოტო: ტაბულა

საქართველოს აუდიტის სამსახურის, პროექტ ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიცა. 

64,3 მილიონი სწორედ ამ რაოდენობის პრემია/დანამატი გაიცა ძალოვან უწყებაში 2019 წლის პირველ ცხრა თვეში. პრემია/დანამატების რაოდენობით შსს მთავრობის ყველაზე მხარჯავი უწყებაა. უწყებაზე წელს მთლიანად გაცემული პრემიებისა და დანამატების მესამედზე მეტი მოდის. 

აღნიშნული თანხიდან 62,7 მილიონი ლარი დანამატების სახით გაიცა, ხოლო 1,6 მილიონი ლარი პრემიების. წინა წლებში დამკვიდრებული პრემიების გამოწერის პრაქტიკა ბოლო ორი წელია ძირითადად დანამატის სახით შეიცვალა.

ბიუჯეტის მონიტორის ცნობით, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში მთავრობის მიერ გაცემული სახელფასო დანამატები 163 მილიონი ლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია. 

თუ წინა წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მთავრობამ სულ 141 მილიონი ლარის დანამატები გამოიწერა, წელს იგივე მაჩვენებელი 22 მილიონით გაიზარდა. შესაბამისად, გაზრდილია დანამატების ხვედრითი წილი მთლიანად მთავრობის შრომის ანაზღაურებაშიც. 

Themes
ICO