logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo
star Bookmark: Tag Tag Tag Tag Tag
Georgia

„ამ ქალს ბავშვები უნდა წაეყვანა და არ აჩვენებდა ყოფილ ქმარს“ - ხაშურში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი დანაშაულის მოტივზე საუბრობს და აცხადებს, რომ ნათია გოგალაძე ყოფილ ქმარს ბავშვებს არ აჩვენებდა.

"იძულებული გახდა, რომ ეს ამბავი დამართნოდა. ამ ქალს ბავშვები უნდა წაეყვანა და არ აჩვენებდა ყოფილ ქმარს. მამა უფრო მეტად გოგოზე ჯავრობდა, ამბობდა, მარიამი მენანება რა ვიცი რა ცხოვრება ელისო," - ამბობს, ბრალდებულის მეზობელი.

შეგახსენებთ, ტრაგედია ხაშურში გუშინ დატრიალდა. ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა გოგოს მძიმე დაზიანებები მიაყენა. 30 წლის ნათია გოგოლაძე საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიუპოსტი

Themes
ICO