logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo
star Bookmark: Tag Tag Tag Tag Tag
Georgia

ახალი როკის გვირაბი – ოპოზიცია კობი-გუდაურის მაგისტრალის მშენებლობას რუსულ ინტერესს უწოდებს

ახალი როკის გვირაბი – ასე აფასებს ოპოზიცია ხელისუფლების მიერ კობი-გუდაურის მაგისტრალის მშენებლობის პროექტს და მას გაუმართლებლად მიიჩნევს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს პროექტი ქვეყნისთვის მომგებიანი არ იქნება, თუმცა სამხედრო კუთხით ის საფრთხის შემცველია.

„ეკონომიკური თვალსაზრისით ეს პრაქტიკულად არაფერს არ მოგვცემს, ხოლო სამხედრო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ბრმა უნდა იყო, რომ ვერ გააცნობიერო, რომ აქვს მას საფრთხის შემცველი ფაქტორები. ახლა იღებენ უზარმაზარ კრედიტს იმისათვის, რომ აი, ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, გაუადვილონ ტვირთების მოძრაობა სომხეთსა და რუსეთს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელისუფლების გაუაზრებელ და რუსეთის მიმართ შემწყნარებლურ პოლიტიკაზე საუბრობს. ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ საქართველოს მისამართით გადადგმულ თითოეულ აგრესიულ ნაბიჯზე პასუხი უნდა აგოს, რაც მისი აზრით, “ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შეუძლებელია.

„ ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ საზოგადოებას და ყველას გვაქვს იმის შიში, რომ ხდება რუსეთთან კაპიტულაცია. ეკონომიკური სიძლიერით, თავდაცვის სიძლიერით, პოლიტიკური სიძლიერით, დიპლომატიური სიძლიერით უნდა შეგვეძლოს მისი შეკავება. რუსეთი ფასს უნდა იხდიდეს საქართველოსკენ გადმოდგმული ერთი აგრესიული ნაბიჯისთვისაც კი, რასაც „ქართული ოცნების“ პირობებში ამ პოლიტიკურ ფასს დიპლომატიურ არენაზე რუსეთი არ იხდის,“- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

All rights and copyright belongs to author:
Themes
ICO