Georgia

ბრაზილიაში აშშ-ის შემდეგ Covid-19 მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

ბრაიზილიაში აშშ-ის შემდეგ Covid-19 მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. John Hopkins University & Medicine-ის მონაცემებით, ბრაზილიაში ახალი კორონავირუსი 330 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. 21 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 135 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში ტესტირების ნაკლებობის გამო სავარაუდოა, რომ რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.

ჯანმო-ს განცხადებით, ამჟამად სამხრეთ ამერიკა ახალი კორონავირუსის ეპიცენტრია, სადაც ბრაზილია ყველაზე მეტად დაზარალებულია. ჯანმო-მ ბრაზილია გააფრთხილა ჰიდროქსიქლოროქვინის, იგივე პლაქვენილის დამტკიცების თაობაზე, კლინიკური მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს წამალი კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედებს და მეტიც, მისი გამოყენება რისკებს შეიცავს.

ვირუსით ყველაზე მეტად ბრაზილიის ყველაზე დიდი ქალაქი სან-პაულუ დაზარალდა. 20 მაისს ქალაქში 5-დღიანი დასვენება გამოაცხადეს, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ. ქალაქის მერმა თქვა, რომ დაავადებულთა რაოდენობის ზრდის გამო ჯანდაცვის სისტემა 2 კვირაში ჩამოიშლება. მისი თქმით საავადმყოფოებმა შესაძლებლობის 90%-ს მიაღწიეს და მალე პაციენტების მისაღებად ადგილი აღარ ექნებათ.

ბრაზილიის შემდეგ ვირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა რუსეთშია, თუმცა რუსეთის სტატისტიკის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის და სავარაუდოდ, შემთხვევები ოფიციალურ რიცხვზე მეტია.

Football news:

A large number of games play into the hands of Real Madrid. Their composition is better than that of Barca. Ex-Madrid player Pirri on the La Liga calendar
The referee in Latvia showed a black football player a red card and a FAK. This is a very awkward situation
Barcelona has launched the streaming service Barça TV+
In the network appeared pictures of the new guest form Arsenal. Its texture resembles marble
Luis Suarez: Coming back from an injury is always difficult, a little scary
Alexander Zinchenko: training In Manchester City is just murder. People are fighting for a place in the line-up
Antoine Griezmann: Winning La Liga and the Champions League with Barca is a dream. I would like to finish my career in the USA