Georgia

რა არის კავასაკის სინდრომი და როგორ ვლინდება ის კორონავირუსით გამოწვეული ინფექციების შემდეგ

ბოლო პერიოდში დასავლური მედია ხშირად საუბრობს კორონავირუსის შემდგომ განვითარებულ კავასაკი სინდრომზე ბავშვებში, რომელიც ცხელებით მიმდინარეობს და ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება.

საყურადღებოა, რომ კავასაკის სინდრომი გულის შეძენილი დაავადების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. საქართველოში ამ გართულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. აშშ-ში კი ამ სინდრომის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 3 ბავშვი გარდაიცვალა. მათ კავასაკის სინდრომი კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ განუვითარდათ.

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „იმედის დილაში“ ამ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში კავასაკის სინდრომი, როგორც გართულება საქართველოში არ დაფიქსირებულა.

„ჯერჯერობით არცერთ კლინიკას არ გაუვრცელებია კავასაკის სინდრომის ბავშვის მიღების შესახებ. რომ ყოფილიყო შემთხვევა ამის შესახებ ნამდვილად ითქმებოდა“, - დასძინა ბუწაშვილმა

ინფექციონისტის განცხადებით, კავასაკის სინდრომი მხოლოდ კორონავირუსთან დაკავშირებული არ არის და იგი დიდი ხანია ისტორიულად არსებობს, თუმცა შემთხვევები ბოლო პერიოდში გახშირდა.

„დაავადების გამომწვევი ხშირად უცნობია, თუმცა ინფექციურ დაავადებებს უკავშირებენ. მეტწილად კორონავირუსის დაავადების გადატანის შემდეგ მოყვება სიმპტომები. კანზე სფეციფიური გამონაყარი, ლინფური კვანძების გადიდება, თვალზე კონიუტქივიტი, მაღალი ტემპერატურა და სხვადასხვა სახის გაურკვეველი ტკივილი“, - განაცხადა ბუწაშვილმა.

მისივე თქმით, იგი ფაქტიურად სისხლძარღვების ანთებას წარმოადგენს და გულს აზიანებს.


Football news:

Baros will end his career at the end of the season
Pogba and Brunu were injured when they collided in training. The Bournemouth game is in question (Daily Mail)
Ex-President of Barca Gaspar: Messi has a few more years to be the best player in the world
Morata scored a double for Atletico for the first time since March last year
Rummenigge on Tiago: there have been no Contacts with Liverpool, but he wants something new
Rivaldo on Messi in Juve: The world will boom. The Duo of Lionel and Ronaldo will go down in history
Atletico Interrupts the penalty for the second match in a row. Morata converted an 11-yard shot from the 2nd attempt