logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo logo
star Bookmark: Tag Tag Tag Tag Tag
Georgia

რუსეთში სექტანტმა მამამ 9 წლის შვილი მოკლა - მშობლებმა დავითი უცხო ქალაქის პარკში დამარხეს

9 წლის დავითის მკვლელობა შესაძლოა არასდროს გახსნილიყო, რომ არა სატელეფონო ზარი უცნობი ნომრიდან ცხელ ხაზზე - „ბავშვი საფრთხეშია“. უცნობი იუწყებოდა, რომ ეკატერინბურგის „სამხრეთ-დასავლეთის“ ტყე-პარკში მიწაში ბიჭი იყო ჩამარხული. სწორედ იმ ადგილზე, მოგვიანებით, პოლიციამ ზეწარში გახვეული ბავშვი აღმოაჩინა. გაირკვა ისიც, რომ ის სასუნთქი გზების გადაკეტვით დაახრჩვეს.

ეს ამბავი 28 ნოემბერს მოხდა, 2 დეკემბერს კი უფას რკინიგზის სადგურში მკვლელობაში ეჭვმიტანილი 40 წლის ივან კაზანცევი და მოხეტიალე ქრისტიანულ-ქარიზმატული სექტის ლიდერი, 48 წლის ზემფირა გაინულინა დააკავეს.

კაზანცევს ბრალი მცირეწლოვნის განზრახ მკვლელობაზე, გაინულინას კი - დამნაშავის დახმარებაზე წარუდგინეს.

რუსული მედია წერს იმის შესახებ, თუ სად მოქმედებს ეს სახიფათო სექტა და რამდენად საშიშები არიან მისი წევრები.

თუმცა, სანამ სექტაზე დავიწყებდეთ თხრობას, გაირკვა, რომ კაზანცევს, რომელიც საკუთარ თავს უფლის მოსწავლეს უწოდებს, შვილის მკვლელობაში სდებენ ბრალს.

მოხეტიალე სექტა კლავს ბიჭს

მომხდარის შესახებ სამართალდამცველებისგან გაცემული ინფორმაცია მწირია, თუმცა რუსულმა მედიამ ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ამ საზარელი დანაშაული სურათის აღდგენა შეძლო.

ივან და ანა კაზანცევები თავის 2 ვაჟთან და მეგობარ ქალთან ერთად ბელარუსიდან რუსეთში იმისთვის ჩავიდნენ, რომ მქადაგებელი ზემფირა გაინულინას მოხეტიალე სექტას შეერთებოდნენ. სავარაუდოდ, მათ მქადაგებელი ქალი მისი ბელარუსის ტურნეს დროს გაიცნეს, რაზეც მისი მაშინდელი „ტვიტიც“ მეტყველებს.

Themes
ICO