Georgia

ტოჩინოშინს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

სამინისტროს ცნობით, სპორტის სფეროში დაწესებული უმაღლესი ჯილდო მინისტრმა იმპერატორის თასის მფლობელ პირველ ქართველ ოძეკს საქართველოს პარლამენტში გამართულ მიღებაზე გადასცა.

მათივე ინფორმაციით, პროფესიონალ ქართველ სუმოისტს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და პარლამენტის სახელით, „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა გადასცა.

ლევან გორგაძე  საქართველოში დღეს ჩამოვიდა. 2018 წლის პროფსიონალური სუმოს ტურნირებზე ტოჩინოშინმა იანვრის თვეში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო, მაისის ტურნირზე კი სუმოს რანგით მეორე ტიტული – ოძეკის ტიტული მოიპოვა.

2018 წელს მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, ტოჩინოშინი საქართველოში იაპონიიდან პირველად ჩამოვიდა.

Football news:

Christophe Dugarry: Setien is simply incompetent. I'm sure he has nothing against Griezmann
Sane went to Manchester City because of Guardiola, and now he is going to Bayern because of him. Why so?
Pep Guardiola: Sancho has decided to leave, why should he come back? He didn't want to be in the city
Arteta on the absence Gendusa in the application: Some things should change, but they don't
Klopp on the championship corridor from city: I don't need it. We don't celebrate events from a week ago
Inter will announce the transfer of Hakimi after the end of the season
Zidane on Hames' words about Real Madrid: I understand him. He wants to play more, which is normal